თქვენი უფლებების დასაცავად
+995 555 25 60 20
  • ქარ
  • ENG
  • РУС
პრაქტიკის სფეროები
პრაქტიკის სფერო

ᲙᲠᲘᲞᲢᲝ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲐᲚᲘ

ვირტუალური აქტივები, ბირჟები და მათი რეგულაციები.

კონსულტაციის დაჯავშნა

რას მოიცავს მომსახურება

  • ვირტუალური აქტივების რეგულაციები და გლობალური სანქციები
  • კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული დავები
  • კრიპტო ტრანზაქციების გამო დახურული ანგარიშების განბლოკვა
  • Binance და P2P პლატფორმის საკითხები
  • AML — ფულის გათეთრების პრევენციის რეკომენდაციები

კრიპტო სამართალი შედარებით ახალი, მაგრამ სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა. საქართველოში ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერები (VASP) ეროვნული ბანკის რეგისტრაციასა და ზედამხედველობას ექვემდებარებიან, ხოლო ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციები „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს ექვემდებარება.

მომსახურება მოიცავს ვირტუალური აქტივების რეგულაციებისა და საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებას, VASP-ის რეგისტრაციის სამართლებრივ მხარდაჭერას, კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ დავებს, კრიპტო ტრანზაქციების გამო ბანკის მიერ დაბლოკილი ან დახურული ანგარიშების განბლოკვას და თანხის წარმომავლობის დადასტურებას, Binance-სა და სხვა ბირჟებთან, P2P პლატფორმებთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე ბიზნესისთვის AML/KYC შიდა პოლიტიკისა და რეკომენდაციების შემუშავებას.

კრიპტოაქტივებთან მუშაობისას მთავარი რისკი ბანკებთან ურთიერთობა და თანხის წარმომავლობის დასაბუთებაა. სწორად მომზადებული დოკუმენტაცია და დროული სამართლებრივი რეაგირება ხშირად საშუალებას იძლევა, ანგარიშის ბლოკირება მოკლე ვადაში მოიხსნას.

თითოეული საქმე საჭიროებს ინდივიდუალურ სამართლებრივ შეფასებას. კონკრეტული სიტუაციის განსახილველად და სტრატეგიის შესარჩევად შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია ადვოკატ რობიზონ ხურცილავასთან.

გაზიარება
WhatsApp Telegram LinkedIn
კონსულტაცია

დაჯავშნეთ კონსულტაცია

დატოვეთ ნომერი — თავად დაგიკავშირდებით სამუშაო დღის განმავლობაში. პირველადი შეფასება უფასოა.