- სადამფუძნებლო დოკუმენტაცია
- უცხოური კომპანიის ფილიალის რეგისტრაცია
- რეორგანიზაცია — შერწყმა / გაყოფა
- წილის გასხვისების ხელშეკრულებები
- საბანკო ანგარიშების გახსნა
- სასაქონლო ნიშანი / პატენტი — წარმომადგენლობა საქპატენტში
ბიზნეს და კორპორაციული სამართალი მოიცავს კომპანიის სამართლებრივ მხარდაჭერას დაფუძნებიდან ყოველდღიურ საქმიანობამდე. საქართველოში სამეწარმეო საქმიანობა რეგულირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც 2022 წლიდან ახალი რედაქციით მოქმედებს და კომპანიებს სადამფუძნებლო დოკუმენტების მიმართ განახლებულ მოთხოვნებს უწესებს.
მომსახურება მოიცავს სამართლებრივი ფორმის შერჩევას (შპს, სს, კოოპერატივი, ინდივიდუალური მეწარმე), წესდებისა და პარტნიორთა შეთანხმების მომზადებას, უცხოური კომპანიის ფილიალისა და წარმომადგენლობის რეგისტრაციას საჯარო რეესტრში, რეორგანიზაციას — შერწყმას, გაყოფას, გარდაქმნას, წილისა და აქციების გასხვისების ხელშეკრულებებს, პარტნიორთა შორის დავების მოგვარებას, დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხებს, კომპანიის საბანკო ანგარიშების გახსნასთან დაკავშირებულ პროცედურებს. ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით — სასაქონლო ნიშნის, პატენტისა და დიზაინის რეგისტრაციას და წარმომადგენლობას საქპატენტში.
კორპორაციული დოკუმენტების სწორად შედგენა თავიდან ავიცილებს პარტნიორთა შორის კონფლიქტს, უზრუნველყოფს მართვის გამჭვირვალობას და ამცირებს რისკებს ინვესტორებთან და ბანკებთან ურთიერთობისას.
თითოეული საქმე საჭიროებს ინდივიდუალურ სამართლებრივ შეფასებას. კონკრეტული სიტუაციის განსახილველად და სტრატეგიის შესარჩევად შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია ადვოკატ რობიზონ ხურცილავასთან.