თქვენი უფლებების დასაცავად
+995 555 25 60 20
  • ქარ
  • ENG
  • РУС
სიახლეებზე დაბრუნება
2 წთ წასაკითხი

რა განსხვავებაა შრომისა და მომსახურეობის ხელშეკრულებებს შორის?

შრომის და მომსახურეობის ხელშეკრულებები, არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.

რა განსხვავებაა შრომისა და მომსახურეობის ხელშეკრულებებს შორის?
აღნიშნული საკითხი ძალიან ბევრს ერევა ერთმანეთში. მათ შორის არის მსგავსება, თუმცა არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. გადამწყვეტი ფაქტორი ამ დროს დაქვემდებარებაა. 

ორივე ხელშეკრულების დროს პირი მუშაობს და ორივე ხელშეკრულების დროს შესრულებული სამუშაოსათვის პირს უხდიან, თუმცა შრომითი ხელშეკრულების დროს დასაქმებული არის დაქვემდებარებული დამსაქმელზე, ხოლო მომსახურეობის ხელშეკრულების დროს არ გვაქვს დაქვემდებარება, სახეზე გვყავს თანასწორი და დამოუკიდებელი პარტნიორი.

დაქვემდებარების დროს პირი მუშაობს სხვისი დირექტივებით, იცავს შინაგანაწესს, დამსაქმებლის გრაფიკს და ასრულებს დამსაქმებლის დავალებებს.

შრომითი ხელშეკრულების დროს კომპანიას აინტერესებს თავად პროცესი — ანუ ის, რომ თქვენ მუშაობთ, ხოლო მომსახურების ხელშეკრულების დროს კი მთავარი არის კონკრეტული შედეგი.


ისმის კითხვა:

ვინ გიწესებს სამუშაო საათებს და გრაფიკს;

ვინ წყვეტს, რა არის შენი სამუშაო და რა პირობებში უნდა შეასრულო;

ვინ გიწევთ ზედამხედველობას და გაკონტროლებთ მუშაობის პროცესში.

თუ ამ კითხვებზე პასუხი არის — კომპანია, მაშინ დიდი ალბათობით საქმე გვაქვს დაქვემდებარებასთან.


ახლა ვნახოთ ორივე ხელშეკრულებაში პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი — ხელშეკრულების საგანი:


შრომითი ხელშეკრულების დროს კომპანიას აინტერესებს თავად პროცესი — ანუ ის, რომ თქვენ მუშაობთ.

მომსახურების ხელშეკრულების დროს კი მთავარი არის კონკრეტული შედეგი.


მეორე — ურთიერთობა მხარეებს შორის:

შრომით ურთიერთობაში თქვენ დაქვემდებარებული ხართ.

მომსახურების დროს კი ხართ თანასწორი და დამოუკიდებელი პარტნიორი.


მესამე — ვინ არიან მხარეები:

დასაქმებული ყოველთვის არის ფიზიკური პირი.

მომსახურების მიმწოდებელი კი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური პირი, ისე კომპანია.


არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა აწერია თქვენს კონტრაქტს თავფურცელზე. შეიძლება ეწეროს „მომსახურების ხელშეკრულება“, მაგრამ თუ რეალურად ურთიერთობის შინაარსი შრომითია — ანუ არსებობს დაქვემდებარება — მაშინ კანონი თქვენ დასაქმებულად გთვლით.

შინაარსი ყოველთვის ჯაბნის ფორმას.

ახლა ვნახოთ, რას კარგავთ, თუ თქვენი ურთიერთობა არასწორად არის ფორმულირებული:

ანაზღაურებადი შვებულება

კომპენსაცია სამსახურიდან წასვლისას

დაცვა უსაფუძვლო გათავისუფლებისგან

შრომის უსაფრთხოების ნორმები

და სხვა სოციალური გარანტიები


ეს ყველაფერი, როგორც წესი, მხოლოდ დასაქმებულებს ეხებათ.

და ბოლოს — ეს ყველაფერი გვახსენებს ერთ რამეს:

სამართალი არ არის რაღაც აბსტრაქტული, წიგნებში დაწერილი. ის ჩვენს ყოველდღიურობაშია — ჩვენს სამუშაო ადგილზე, ჩვენს ხელშეკრულებებში.

გაზიარება
WhatsApp Telegram LinkedIn
კონსულტაცია

გაქვთ მსგავსი საკითხი?

დატოვეთ ნომერი — თავად დაგიკავშირდებით სამუშაო დღის განმავლობაში. პირველადი შეფასება უფასოა.